17 ნოემბერი 2019,   08:50
ვრცლად
პრემიერი პარლამენტში არ მივა

პრემიერი, რომელსაც დღეს საკანონმდებლო ორგანოში ანგარიში უნდა წარედგინა, პარლამენტში არ მივა.  გადაწყვეტილების შესახებ ცოტა ხნის წინ ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი.

როგორც სხდომაზე განმარტეს, არსებული ვითარების გათვალისწინებით საკანონმდებლო ორგანოში პრემიერის მოსმენა და სხდომის სათანადოდ ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა.

„ყველასათვის ცხადია,რომ არსებულ ვითარებაში შეუძლებელი იქნება პარლამენტში სამთავრობო პროგრამის განხილვის სათანადოდ ჩატარება.   

ჩვენი სურვილი არის,რომ საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, ოპოზიციამაც მშვიდ, სამუშაო რეჯიმში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ამ ანგარიშის განხილვაში,“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ახალი თარიღი პარლამენტსა და პრემიერს შორის კონსულტაციის შემდეგ გადაწყდება.

ხვალ კი საკანონმდებლო ორგანოში შს მინისტრს ელოდებიან. გიორგი გახარიამ, რომლის გადადგომასაც პარლამენტის წინ უკვე მერვე დღეა ითხოვენ, საკანონმდებლო ორგანოში მისვლის გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო. უცნობია, პრემიერის მსგავსად შეცვლის თუ არა ისიც გადაწყვეტილებას.

დღის ამბები