21 ივლისი 2019,   22:53
ვრცლად
რუსეთის დაბრუნება პასე-ში - ევპოსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეის სესია 7 ქვეყნის დელეგაციამ დემარშით დატოვა

საქართველოსა და კიდევ ექვსი ქვეყნის დელეგაციამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია დემარშით დატოვა. მათი ერთობლივი განცხადების მიხედვით, პასე-ში რუსეთის დაბრუნების შემდეგ საქართველო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, სლოვაკეთი, უკრაინა და ესტონეთი ასამბლეის საზაფხულო სესიას აღარ დაესწრებიან. დელეგაციები საკუთარ ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებთან პასე-სთან სამომავლო ურთიერთობებისა და ასამბლეაში ამ ეტაპზე ყოფნის მიზანშეწონილობაზე კონსულტაციების გაივლიან.

“რუსეთის დელეგაციის უფლებების უპირობო აღდგენა ასამბლეის არაერთი მოთხოვნის შესრულების გარეშე, არასწორ სიგნალს უგზავნის იმ ქვეყანას, რომელმაც მიმართა შეიარაღებულ აგრესიას , მოწამვლას, არ იცავს თავის მოქალაქეების უფლებებს და ევროპაში დემოკრატიის დესტაბილიზაციას ცდილობს ,” -წერია 7 ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში.

დღის ამბები