21 ივლისი 2019,   22:53
ვრცლად
ქუთაისში ელექტრომობილების პრეზენტაცია საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა

ქუთაისში ელექტრომობილების პრეზენტაცია საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.
შეკრებილებმა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე ღონისძიების კონცერტით აღნიშვნა გააპროტესტეს.

შეკრებილებისთვის მიუღებელია ქუთაისისთვის ავტომშენებლის ქალაქის სტატუსის მინიჭება და ამ ფაქტს საბჭოთა კავშირში დაბრუნებად აღიქვამენ.

მათი აზრით, ქუთაისის რეალური მომავალი საპარლამენტო სტატუსი უნდა იყოს. ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის პროექტის წარდგენას ქუთაისში ეკონომიკის მინისტრი ესწრებოდა. 

დღის ამბები