21 ივლისი 2019,   22:52
ვრცლად
პროტესტის მე-8 დღე - აქციის მონაწილეები პარლამენტიდან მსვლელობით ივანიშვილის რეზიდენციისკენ წავლენ

პროტესტის მერვე დღე - მშვიდობიანი დემონსტრანტები პარლამენტთან დღეს კვლავ საღამოს 07:00 საათზე შეიკრიბებიან.

იგეგმება მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ და დემონსტრანტები სწორედ იქიდან შეეცდებიან “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ხმა მიაწვდინონ.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, გავრილოვის ღამის მთავარი მოქმედი პირი, გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილმა პოსტიდან გაათავისუფლოს.

აქციის მონაწილეების ნაწილი შიმშილობას განაგრძობს. ანალოგიური აქცია ტარდება შეკვეთილში.

„შევიკრიბებით შვიდ საათზე ჩვენს სამოქალაქო სამსახურში და შემდეგ გვექნება მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრისკენ, რომ საქართველოს არაფორმალურ მმართველს გავაგონოთ ჩვენი ხმა მასაც და კომფორტის ზონაში არ იყოს არცერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელსაც დღეს აქ ვითხოვთ,“-აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მიშა მშვილდაძე.   

დღის ამბები