21 ნოემბერი 2019,   13:16
ვრცლად
მესმის, რომ რუსეთის დავალებების შესრულება გიწევთ, მაგრამ არ შეიძლება - მოშიმშილეები გახარიას მიმართავენ

გახარიას გადადგომის მოთხოვნას პროტესტის უკიდურესი ფორმით განაგრძობს აქციის მონაწილეთა ნაწილი. გასული ღამე მათ ამჯერადაც პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარვებში გაათენეს. დემონსტრანტები შიმშილობის შეწყვეტაზე უარს აცხადებენ, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება. დღეს პროტესტის უკიდურესი ფორმის უკვე მეხუთე დღეა.

"ბატონო გიორგი სირცხვილია, თქვენი კარიერის დასაწყისში ესეთ მხდალ ადამიანად თქვენ არ გიცნობდნენ. მესმის, რომ რუსეთის დავალებების შესრულება გიწევთ, მაგრამ არ შეიძლება, არსებობს რაღაც ზღვრები,"-აცხადებს ბექა ბასილაია.

დღის ამბები