19 აგვისტო 2019,   08:22
ვრცლად
აქციები თბილისში და ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა - მსოფლიო პრესა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება 

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერისთვის, ნიკა მელიასთვის,  დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნა და მისი შესაძლო დაკავება მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი ჩამოართვა და მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა, რათა მან ძალადობრივი, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ორგანიზების ხელშეწყობის ბრალდებებს უპასუხოს.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საპროტესტო გამოსვლები საქართველოში მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლების მომხრე კანონმდებლების მიერ საქართველოში მოწვეულმა რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან დამსწრეებს რუსულად მიმართა.

"ამ ჟესტმა ბევრი ქართველი აღაშფოთა - ისინი გაბრაზებულები არიან და დამცირებულად გრძნობენ თავს,”-წერია სტატიაში.

"ასოშიეითიდ პრესი" კი წერს, რომ საქარველოს პარლამენტის გადაწყვეტილებამ გააძლიერა ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა, სადაც ათასობით ადამიანი თითქმის ერთი კვირააა ყოველ საღამოს პარლამენტთან საპროტესტო აქციებს მართავს.

“ბევრი ქართველი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ამჟამინდელ მთავრობას რუსეთის მიმართ უკიდურესად შემგუებლური დამოკიდებულება აქვს. საქართველოს მმართველ პარტიას ხელმძღვანელობს მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში დააგროვა,"-წერია პუბლიკაციაში.

ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასა და მისი შესაძლო დაკავების შესახებ სტატიებს ასევე “ნიუ-იორკ თაიმსი,” “ვაშინგტონ პოსტი,” “ეი-ბი-სი” და არაერთი სხვა გავლენიანი გამოცემა აქვეყნებს.  

დღის ამბები