19 აგვისტო 2019,   08:15
ვრცლად
პროკურატურამ 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაშავებულების გამოკითხვა დაიწყო

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაშავებულების გამოკითხვა დაიწყო. მათ შორის არის ანა ქართლელიშვილი - მას გენერალურ პროკურატურაში რამდენიმე საათში ელოდებიან. ანა დეტალურად აპირებს მოუყვეს გამოძიებას, თუ რა მოხდა რუსთაველის გამზირზე დარბევის ღამეს. მისი მტკიცებით, გავრილოვის ღამეს პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და შედეგები სახეზე იყო.

"დაბარების მიზეზი გახლავთ გავრილოვის ღამის პერიოდში აქციაში მონაწილეობა, პლიუს ამას მე დაზარალებული გახლავართ, მივიღე ნერვული შოკი, მრავალმხრივი დაზიანებები და დამენიშნა ფსიქოლოგიური მკურნალობის კურსი. ჩემი აზრით, იყო რაღაც გადაცდომები და არაპროპორციული ძალის გამოყენება,"-აცხადებს ანა ქართლელიშვილი.

დღის ამბები