19 აგვისტო 2019,   08:23
ვრცლად
პარლამენტმა, რომელიც აღარავის აღარ წარმოადგენს ივანიშვილის გარდა, გავრილოვს და მელაის შორის, აირჩია გავრილოვი - სამადაშვილი

გავრილოვს შეწირული ახალგაზრდები და ნიკა მელია - ასე აფასებს ოპოზიცია ბოლოდროინდელ მოვლენებს და დარწმუნებულია, რომ საქალაქო სასამართლო შუშის სასახლიდან მიღებულ დაკვეთას ბოლომდე მიიყვანს. პოლიტიკოსები ნიკა მელიას წინააღმდეგ მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობენ და ბრძოლის ბოლომდე მიყვანას აანონსებენ. ხელისუფლების ოპონენტები ივანიშვილს საზოგადოების გახლეჩის მცდელობაში ადანაშაულებენ. პარალელურად, ოპოზიცია ე.წ. გავრილოვის სიაზე მუშაობს - მასში შევლენ ის პოლიტიკოსები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ნიკა მელიას დაპატიმრებას. კანონმდებლები დოკუმენტის საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემას და შესაბამისი სანქციების დაწესების მოთხოვნას აპირებენ.

"პარლამენტს როდესაც დაუდგა არჩევანი, აერჩია გავრილოვი და ნიკა მელია, ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულმა უმრავლესობამ, რომელიც არავის აღარ წარმოადგენს პარლამენტში ივანიშვილის გარდა და არაფერი საერთო არ აქვს ხალხთან, აირჩია გავრილოვი, ამას უპასუხებს ისევ ქართველი ხალხი იმით, რომ ძალიან სწრაფად დაასრულებს ივანიშვილის რეჟიმს,"-აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი.  

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია კი მელიას გარშემო გუშინ განვითარებულ მოვლენებს სამარცვინოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ის პიარისთვის და საკუთარი ძალის დემონსტრირებისთვის გაწირა.

"ყველამ ვიცით, რომ პოლიტიკური დაკვეთით, ფართხა-ფურთხით, ერთ დღეში, ყოველგვარი სამართლებრივი დისკუსის გარეშეც კი, იმისთვის რომ ვითომ ძალის დემონსტრირება მოახდინონ, როცა ქართულმა საზოგადოებამ ისინი პოლიტიკურად დააჩოქა, აკავებენ ოპოზიციონერ დეპუტატს. ბევრ მთავრობას დაუშვია ბევრი შეცდომები, მაგრამ როდესაც გავრილოვის მსხვერპლი, ხდებიან ახალგაზრდები, რომლებსაც თვალი ამოთხარეს და მელია ეხლა, რომელიც პიარის გამო შესწირეს ამას, ეს არის სამარცხვინო ამბავი,"-აცხადებს გიგა ბოკერია.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის,თამარ კორძაიას განცხადებით, ნიკა მელიამ აჩვენა რას ნიშნავს, იყო ბრძოლაში ღირსეული.

მისი თქმით, გამოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილს ყველა დეპუტატი დამონებული ჰყავს.

„გახარიას მაინც მოუწევს გადადგომა, თუ ვინმეა დასაპატიმრებელი ეს არის გახარია,“-აცხადებს კორძაია.

დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის თან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დათანხმდა, თან პოლიტიკურ რეპრესიებს ატარებს. ბერძენიშვილი ამბობს, რომ ეს ეტყობა „მაფიოზური გაგებაა“.

„ეს მაფიოზური გაგებაა, ჩვენ ვართ ნორმალური ადამიანები. ჩვენ გვაქვს მორალი, მას აქვს გაგება, ჩვენ მას არ ვევაჭრებით,“-ამბობს ბერძენიშვილი.

დღის ამბები