21 ივლისი 2019,   22:58
ვრცლად
შეიძლება მე არ მსმენია და მას ჰქონდა - დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ რომან კაკულიასგან განსხვავებული პოზიცია არ სმენია

მე არ მსმენია განსხვავებული პოზიცია, შეიძლება მე არ მსმენია და მას ჰქონდა - ეს განცხადება, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის შესახებ საუბრისას გააკეთა.

საუბარია რომან კაკულიას გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, მან ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭრია.

„დეპუტატები თავისუფალი არიან საკუთარ არჩევანში, როგორც ხმის მიცემის დროს, ასევე იმ არჩევანში, ისინი დარჩებიან თუ გავლენ კონკრეტული გუნდიდან. რა თქმა უნდა, არსებობს შიდა გუნდური წესები, როცა მთელი გუნდი შესაძლოა, ამა თუ იმ საკითხზე იყოს შეთანხმება და გუნდში, თუ ვინმეს აქვს საწინააღმდეგო პოზიცია ამ თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გუნდში შიგნით აფიქსირებს. ეს არ ნიშნავს, რომ საერთო გუნდური გადაწყვეტილება ავალდებულებს რომ აუცილებლად მიიღოს ის გადაწყვეტილება. როდესაც გუნდში არ არის საწინააღმდეგო აზრი და შემდეგ ხდება გარეთ სხვა გადაწყვეტილების მიღება... ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მიდიოდა საუბრები გუნდშიც, საპარლამენტო დერეფნებში, სამუშაო ოთახებშიც. მე არ მსმენია განსხვავებული პოზიცია, შეიძლება მე არ მსმენია და მას ჰქონდა. ამიტომ მე ვფიქრობ, უმჯობესია მან განმარტოს თუ ჰქონდა სხვა პოზიცია და რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება“ - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

დღის ამბები