21 ივლისი 2019,   23:09
ვრცლად
გახარიას საიდუმლო შუამავალი - პავლე კუბლაშვილი ადასტურებს, რომ სისხლიან ღამეს ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში მონაწილეობდა 

საიდუმლო შუამავალი, რომელსაც აგონიაში მყოფმა ხელისუფლებამ დახმარება სთხოვა. პავლე კუბლაშვილი ადასტურებს, რომ სისხლიანი დარბევის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე „ქართული ოცნების“ უმაღლესი პირების სახელით ოპოზიციას დაუკავშირდა და მოლაპარაკება შესთავაზა.

კუბლაშვილმა დღეს კურიერს დაუდასტურა, რომ მძიმე ღამეს პოლიტიკური გზავნილები, ოპოზიციისგან ხელისუფლებასთან ხელისუფლებისგან კი ოპოზიციასთან მიჰქონდა. 

გახარიასთან მოლაპარაკებები გავრილოვის კრიზისის დასაძლევად უკვე დაგეგმილი იყო, თუმცა სპეცრაზმმა ისროლა დარბევა დაიწყო და შეხვედრამაც აზრი დაკარგა. პირველი ვისთანაც ხელისუფლების სახელით პავლე კუბლაშვილი კონტაქტზე გავიდა აკაკი ბობოხიძე იყო, "ევროპული საქართველოს" წევრი იხსენებს, რომ ყოფილი თანაგუნდელი მას ტელეფონით დაუკავშირდა და გიორგი გახარიასთან შეხვედრა შესთავაზა. ბობოხიძე და გიგი უგულავა იმ ღამით პავლე კუბლაშვილს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან შეხვდნენ. ამის შემდეგ კი შინაგან საქმეთა მინისტრის დანაბარები ნიკა მელიასა და გრიგოლ ვაშაძეს შეატყობინეს. ისინი მოლაპარაკებისთვის მზად იყვენენ, თუმცა, სპეცრაზმის ტყვიებმა მოლაპარაკებები ჩაშალა.

რა მიზანი ჰქონდა გიორგი გახარიას შუამავალს და რას სთავაზობდა შინაგან საქმეთა მინისტრი გავრილოვის ღამეს პოლიტიკურ ოპონენტებს, როდესაც რუსთაველის გამზირზე მდგომარეობა უკიდურესად გამწვავებული იყო, ნიკა მელიამ არ იცის. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი მოლაპარაკებებისთვის მზად იყო, ის პარლამენტში შესვლასაც აპირებდა, მაგრამ მოულოდნელად რუსთაველის გამზირზე ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და მომიტინგეებს სასტიკად გაუსწორდნენ.

დღის ამბები