21 ივლისი 2019,   22:58
ვრცლად
"ვიცი რასაკვირველია" - ვოლსკი კაკულიას უმრავლესობიდან წასვლაზე 

შევიკრიბებით უმრავლესობის ფორმატში და ვიმსჯელებთ გარემოებათა გამო, თუ რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწვეტილება ამა თუ იმ დეპუტატმა - ეს განცხადება, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა გააკეთა.

გია ვოლსკიმ უკვე დააანონსა, რომ მმართველი გუნდის იმ დეპუტატების შესახებ, რომლებმაც დღეს, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირა, უმრავლესობის ფორმატში იმსჯელებენ. 

მმართველი გუნდის წევრი ადასტურებს, რომ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე უმრავლესობის რიგების დატოვებას აპირებს. დეპუტატი კითხვაზე - ადასტურებს თუ არა, რომ რომან კაკულია ტოვებს "ქართულ ოცნებას" პასუხობს რომ :"ვიცი, რასაკვირველია". 

ვოლსკი აცხადებს, რომ უმრავლესობის ფორმატში გაიმართება მსჯელობა და განიხილავენ, თუ რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება ამა თუ იმ დეპუტატმა.

„ამასთან დაკავშირებით, ჯერ არ გვქონია საუბარი. გვექნება რასაკვირველია. შევიკრიბებით უმრავლესობის ფორმატში და ვიმსჯელებთ გარემოებათა გამო, თუ რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწვეტილება ამა თუ იმ დეპუტატმა, თუმცა ერთი ვიცი დანამდვილებით, რომ ბექა ოდიშარიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იქ რაღაც გაუგებრობა მოხდა კენჭისყრის პროცესში და ოფიციალურად, თავის პოზიცია დააფიქსირა კანცელარიის მეშვეობით,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

გიორგი ვოლსკი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის შესახებაც საუბრობს, რომელმაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირა. 

„ამასთან დაკავშირებით, როგორ მოხდა ეს გარემოებები, თითოეულ ადამიანს უნდა მოვუსმინოთ და ესე გადაწყვეტილების მიღება, რომ ის მიდის და ის რჩება, ამის ერთადერთი მიზანი არის სკანდალური სიტუაციის შექმნა. საქმიან გარემოში ვიმსჯელებთ ამ საკითხებთან დაკავშირებით“ -განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები