20 ოქტომბერი 2019,   22:56
ვრცლად
პარლამენტთან მოშიმშილე ერთი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს

პარლამენტთან მოშიმშილე ერთ-ერთი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს. 24 წლის სტუდენტი შეუძლოდ, დაახლოებით, ერთი საათის წინ გახდა.

მისთვის დახმარების აღმოჩენას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სცადა, თუმცა, საჭირო გახდა საავადმყოფოში გადაყვანა.

პარლამენტთან უკვე მეორე დღეა, პროტესტს უკიდურესი ფორმით აქციის 6 მონაწილე გამოხატავს. მოშიმშილეები არ აპირებენ, შეწყვიტონ პროტესტის ეს ფორმა, ვიდრე არ გადადგება შინაგან საქმეთა მინისტრი და არ გათავისუფლდება ყველა დაკავებული.

დღის ამბები