21 ივლისი 2019,   22:51
ვრცლად
პრემიერი მოგვევლინა, როგორც ივანიშვილის პრესსპიკერი, გადაწყვეტილება ივანიშვილმა მიიღო - კახიძე სერგეენკოს შეცვლაზე

„პრემიერი მოგვევლინა, როგორც ივანიშვილის პრესსპიკერი და რეალურად, ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ ჯანდაცვის მინისტრის გადაყენების შემდეგ გააკეთა.

ოთარ კახიძე აცხადებს, რომ მინისტრის ცვლილებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არა პრემიერმა, არამედ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. დეპუტატის თქმითვე, ახალ მინისტრს, ეკა ტიკარაძეს მენეჯერული გამოცდილება არ აქვს.   

„სერგეენკოს თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება არ მიუღია არც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას და არც პრემიერ ბახტაძეს. პრემიერი მოგვევლინა, როგორც ივანიშვილის პრესსპიკერი და რეალურად, ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. ძალიან პრობლემურია ჩვენი საზოგადოებისთვის ის, რომ რამდენიმე მილიარდიანი უწყების ხელმძღვანელი ხდება პოლიტიკური გამოცდილების არმქონე პირი, არა საჯარო ფიგურა, რომელსაც არც შესაბამისი მენეჯერული გამოცდილება აქვს, რომ ამხელა სამინისტრო მართოს და ამხელა ფული განკარგოს და ეს არის ძალიან ცუდი,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები