15 სექტემბერი 2019,   09:25
ვრცლად
მნიშვნელოვანი
წამოვიყვანე მგზავრი, რომელმაც შეიძინა საწვავი, შევიდა შენობაში და მოხდა აფეთქება - ტაქსის მძღოლი 

ძლიერი აფეთქება ქუთაისში საცხოვრებელ კორპუსში - სამართალდამცველებმა ის ტაქსის მძღოლი უკვე გამოკითხეს, რომელმაც 30 წლამდე მამაკაცი ბათუმიდან ქუთაისში ჩაიყვანა და, სავარაუდოდ, ბინაში ხანძარი განზრახ გააჩინა.  

ავთანდილ ბოლქვაძის თქმით, პიროვნებამ, რომელიც მან ბათუმიდან ქუთაისში წაიყვანა, გზად, ბენზინგასამართ სადგურზე საწვავი შეიძინა. დანიშნულების ადგილას მიყვანის შემდეგ მამაკაცმა მძღოლს კორპუსთან დარჩენა სთხოვა და ფულის ჩამოტანას დაჰპირდა და კორპუსში შევიდა. ტაქსის მძღოლის ინფორმაციით, ავტომშენებელთა ქუჩაზე ძლიერი აფეთქების ხმა მალევე გაისმა.

„ბათუმიდან ქუთაისის მიმართულებით წამოვიყვანე მგზავრი, რომელმაც შეიძინა საწვავი, ბენზინი. როცა ჩამოვიყვანე და შევიდა შენობაში, მოხდა აფეთქება. სხვა არაფერი ვიცი. საწვავი ბენზინგასამართ სადგურზე შეიძინა,“ - განაცხადა ავთანდილ ბოლქვაძემ და აღნიშნა, რომ მისი მგზავრი ფხიზელი იყო. 

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, ძლიერი აფეთქების ხმა ავტომშენებელთა ქუჩაზე გამთენიისას გაისმა, როდესაც რუსეთიდან დაბრუნებულ ნათესავებს მამაკაცი ბენზინით ესტუმრა. აფეთქების შედეგად სულ 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორის მდგომარეობა უკიდურესად რთულია. ისინი თბილისის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს. მათგან ერთ-ერთი 10 წლის გოგონაა, ხოლო მეორე 30 წლამდე მამაკაცი. სავარაუდოდ, ეს არის ის პირი, რომელმაც ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში განზრახ გააჩინა, რასაც აფეთქება მოჰყვა.  

 

დღის ამბები