15 სექტემბერი 2019,   09:57
ვრცლად
მნიშვნელოვანი
ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის სახურავზე ხანძარი გაჩნდა

ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის სასხვენო გადახურვას ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა, დაახლოებით, 20 კვადრატული მეტრი ფართობი.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის დროს შენობაში ბავშვები არ იმყოფებოდნენ, რადგან სასწავლო პროცესი უკვე დასრულებული იყო.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ, რომლებმაც ხანძრის ლიკვიდირება შეძლეს.

პოლიციამ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დღის ამბები