21 ივლისი 2019,   23:24
ვრცლად
ქრთამის აღების ბრალდებით მიშელ პლატინი დააკავეს

საფრანგეთში უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი დააკავეს. ოქროს ბურთის სამგზის მფლობელი ყოფილი ფეხბურთელი ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი. გამოძიება 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის - კატარის შერჩევის პროცედურას უკავშირდება.

63 წლის პლატინი უეფას 2007 წლიდან ხელმძღვანელობდა. 2015 წელს მას ეთიკური ნორმების დარღვევისთვის 8 წლით უფლებამოსილების შესრულება აუკრძალეს. თავად ყოფილი ნახევარმცველი ყველა ბრალდებას უარყოფს.

გახმაურებულ საფეხბურთო კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით გამოძიება ორი წელია, მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა უამრავი მაღალჩინოსანი გამოკითხეს, მათ შორის FIFA-ს ყოფილი პრეზიდენტი ზეფ ბლატერიც.

პლატინი დაკავების შემდეგ ნანტერის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მისი დაკითხვა მიმდინარეობს.

დღის ამბები