17 ნოემბერი 2019,   09:08
ვრცლად
ეს ადამიანები ებრძვიან ზოგადად თავისუფალ სამყაროს წინააღმდე - ქუთელია რუსი დეპუტატების თბილისში ვიზიტზე 

რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვისა და სხვა ანტიქართულად განწყობილი რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტს ანალიტიკოსები სახელმწიფოებრივად დამაზიანებელს უწოდებენ.

როგორც საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, ბათუ ქუთელია ამბობს, ეს პირები არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ თავისუფალ სამყაროში რუსეთის მიერ დემოკრატიისთვის გახსნილ ყველა ფრონტზე იბრძვიან და რუსული აგრესიული რევიზიონიზმის ხელშეწყობას ცდილობენ.

ქუთელიას განცხადებით, რუს პოლიტიკოსებს საქართველოში თავისუფალი სიტყვის ეგიდით ასპარეზი არ უნდა მიეცეს, რადგან ეს ქვეყნის ყველა მნიშვნელოვან ღირებულებას დააზიანებს.

"მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ კი არა, ეს ადამიანები ებრძვიან ზოგადად თავისუფალ სამყაროს წინააღმდე. იმიტომ რომ ეს ადამიანები, იმ ფრონტებზე, რომელიც რუსეთმა გაუხსნა თავისუფალ, დემოკრატიულ სამყაროს ძალიან აქტიურად იბრძვიან თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ და რუსული აგრესიული რევიზიონიზმის ხელშესაწყობად.

ასეთი ადამიანების მიღება და მათთვის თავისუფალი სიტყვის მიცემის ეგიდით ფართო ასპარეზის მიცემა აზიანებს ჩვენს სუვერენიტეტს  და აზიანებს იმ ეროვნული კონსენსუსის აშენების პროცესს, როდესაც რუსეთი იქნება განსაზღვრული ,როგორც მთავარი მტერი ჩვენი სახლემწიფოებრიობისა და ასევე აზიანებს დასავლურ ვექტორზე მხარდაჭერის ეროვნულ კონსენსუსს,“-აცხადებს ბათუ ქუთელიამ. 

დღის ამბები