21 ივლისი 2019,   23:18
ვრცლად
პატიმარმა პროტესტის ნიშნად მეტალის საგნები გადაყლაპა - ე.წ. კანონიერი ქურდის შვილიშვილის მდგომარეობა მძიმეა

გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარმა პროტესტის ნიშნად მეტალის საგნები გადაყლაპა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თეიმურაზ მირზოევს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

მისი ჯანმრთელობის მდგომაროება გუშინ დამძიმდა. პატიმარმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, დაახლოებით, ერთი თვის წინ მიმართა. მან ლითონის საგნები იმის გამო გადაყლაპა, რომ მიიჩნევს, რომ უკანონოდ იხდის სასჯელს. ის ამტკიცებს, რომ 10-წლიანი პატიმრობა იმ დანაშაულისთვის აქვს შეფარდებული, რაც არ ჩაუდენია. მირზოევი მიიჩნევს, რომ ციხეში მხოლოდ იმიტომ იმყოფება, რომ ე.წ. კანონიერი ქურდის შვილიშვილია.

„კურიერს“ მსჯავრდებულის ბებია ესაუბრა. ზინა შაროევა სასჯელაღსრულების დაწესებულებასა და პროკურატურას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

„მაგნიტი, მთელი რკინა გადაუყლაპებია. ასე ბუდესავით დგას. ციხემ ყურადღება არ მიაქცია. პროკურორმა ყურადღება არ მოგვაქცია, პროკურორი ახალგაზრდა გოგო დადგა და 10 წელიო. 10 წელი რისთვის მიეცი,“ - განაცხადა მსჯავრდებულის ბებიამ, ზინა შაროევამ.

თეიმურაზ მირზეოვს სახელმწიფო ბრალდება მერაბ გელაშვილის გაზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება, თუმცა საქმეში არ დევს ჩვენებები, რომლითაც დადგინდება, რომ დანა ნამდვილად მირზოევს ეკავა. საქმეს ახლა სააპელაციო სასამართლო იხილავს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები