17 ნოემბერი 2019,   08:16
ვრცლად
შსს-ს პოზიციაა, რომ პრაიდი არ უნდა ჩატარდეს - ომბუდსმენი 

შსს-ს პოზიციაა, რომ პრაიდი არ უნდა ჩატარდეს - ამის შესახებ განცხადება, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გააკეთა. შსს-ში გამართული შეხვედრას ომბუდსმენი "თბილისი პრაიდის" წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, შსს-ს წარმომადგენლებმა თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრეს, რომ პრაიდის ფარგლებში მსვლელობა არ უნდა ჩატარდეს, რადგან ეს უსაფრთხოების სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული.

რაც შეეხება კულტურულ ღონისძიებებს, რომლის ჩატარებაც თბილისი პრაიდის ფარგლებში იგეგმება, ლომჯარიას თქმით, შსს მზადაა, მათი უსაფრთხოება დაიცვას.

„შსს აღნიშნავდა, რომ ამ შემთხვევაში საფრთხის ქვეშ დგას არა მხოლოდ პრაიდის წევრების უსაფრთხოება, არამედ ზოგადად სახელმწიფო უსაფრთხოება. ამიტომ, მათი მხრიდან გაკეთდა შეთავაზება, რომ არ ჩატარდეს პრაიდი, ვინაიდან ეს არის დაკავშირებული უსაფრთხოების სერიოზულ რისკებთან. ამ თემს თავისუფალი შეკრების შესაძლებლობა ქვეყანაში არ აქვს და ეს არის ფაქტი და რეალურად, ის, რომ ისინი შეიკრიბონ თუნდაც 1000 პოლიციის კორდონით გარშემორტყმული, არ ცვლის ვითარებას. ფაქტი ფაქტად რჩება, დღემდე პრობლემად რჩება მათი შეკრების და გამოხატვის უფლება. თუმცა, გარკვეული ლოგიკაც არსებობს იმაში, რომ შეიძლება უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე გარკვეული საკითხები იქნეს გათვალისწინებული, თუმცა, საბოლოო ჯამში, ალბათ, ეს არის ამ ადამიანების გადასაწყვეტი, გამართავენ თუ არა ამ ტიპის მარშს და მსვლელობას,“ - განაცხადა ლომჯარიამ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. შესაბამისად უცნობია, რას გეგმავს ორგანიზაცია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები