21 ივლისი 2019,   23:42
ვრცლად
„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას მოუწოდებს  რუსეთის დუმის დეპუტატები საქართველოში არ შემოუშვან  

„ნაციონალური მოძრაობა“ მოუწოდებს ხელისუფლებას არ შემოუშვან საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატები. ოპოზიციის წევრების თქმით, დეპუტატებს ოკუპაციის კანონი აქვთ დარღვეული და ქვეყანაში შემოსვლას მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეაში მონაწილეობის მიზნით აპირებენ. 

მათ შორის, ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს კრემლთან დაახლოებული სერგეი გავრილოვი. პროტესტის ნიშნად ასამბლეაში „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას არ მიიღებს.  

„ნაციონალური მოძრაობა უარს აცხადებს ყველანაირ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაზე აღნიშნული ასამბლეის ფარგლებში. რადგან, ასამბლეას გახსნისას სიტყვით მიმართავს ბატონი სერგეი გავრილოვი. ის გავრილოვი, რომელიც როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, მოლდოვაში, აქტიურად იბრძვის ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენის თვალსაზრისით განიხილავს რელიგიას, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის თანამოაზრე, რადგან ისინი სწორედ ერთად მონაწილეობდნენ და უწყობდნენ ხელს ბატონ ლებედს მის საარჩევნო კამპანიაში და ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გასცეს შესაბამისი განკარგულება, რომ ბატონ გავრილოვს არ მიეცეს შესაძლებლობა, შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში და გადაკვეთოს საზღვარი,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

 

 

 

დღის ამბები