17 ნოემბერი 2019,   09:04
ვრცლად
ირანი ურანის გამდიდრებაზე დაწესებული შეზღუდვები დაცვას აღარ აპირებს

ირანი ურანის გამდიდრებაზე დაწესებული შეზღუდვების დაცვას აღარ აპირებს. თეირანში აცხადებენ, რომ 27 ივნისს ქვეყანას ურანის მარაგი დასაშვებ რაოდენობაზე მეტი ექნება.

ევროპის ქვეყნებმა უკვე გააფრთხილეს ირანის ხელისუფლება, რომ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, ისინიც იძულებული გახდებიან სანქციები ხელახლა დაუწესონ.

შეზღუდვები თეირანს ბირთვული გარიგების დატოვების შემდეგ დონალდ ტრამპმა დაუწესა. ამ გადაწყვეტილების გამო დოკუმენტის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი გარიგების შენარჩუნებას ცდილობენ, მაგრამ ირანი ირწმუნება, რომ ევროპელები ვერ ახერხებენ დაიცვან მისი ეკონომიკა, რომელიც ამერიკელების სანქციების გამო რეცესიას განიცდის.

დღის ამბები