21 ივლისი 2019,   23:17
ვრცლად
კომბლების რევოლუცია, ქამრებით ხელების შეკვრა და სრული დაუმორჩილებლობა - ლევან ვასაძე ხალხს  არეულობისკენ მოუწოდებს

კომბლების რევოლუცია, ქამრებით ხელების შეკვრა და სრული დაუმორჩილებლობა - ლევან ვასაძე ხალხს ეროვნული ინტერესების დაცვის სახელით  არეულობისკენ მოუწოდებს.

ბიზნესმენი ამბობს რომ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში წესრიგს, ამიტომ ის დღეიდან რაზმების შექმნა იწყებს.

რეგისტრაცია ხალხმა ვერის ბაღში გაიარა, სადაც ვასაძემ მისულ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და სამომავლო გეგმა გააცნო.

„ჩვენ მოვახდენთ დღეს თვით ორგანიზებას, სახალხო რაზმებად. გვეყოლება ათეულები, ათისთავებით, ეს ათეულები შეიკრიბება ათ-ათი, ასეულებად ასისთავებით და ათი ასეული შეადგენს ათასეულს და იქნება ლეგიონი. ერთ კვირის განმავლობაში იმუშავებენ თბილისში, გაინაწილებენ ქალაქს და იქნება ქალაქის პატრულირება. იარაღი ჩვენ არ გვექნება, გარდა ერთისა - ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით, რომლებიც გვექნება თან და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან.

ეს იქნება ათეულების დარტყმები ამ კორდონებზე. პირველი ათეული შევა ვერ გაანგრევს, მაგრამ მეორე დაარტყამს, დაასუსტებს და მესამე ხომ შევა, მეოთხე ხომ შევა, მეხუთე ხომ შევა. გარღვევისას ღმერთ არ გაგიწყრეთ და არ დაუწყოთ ცემა ჩვენებს, იმიტომ, რომ მაგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ პასუხს. ეს კომბალი არ მოხვდეს არც ერთ გარყვნილ ადამიანს, არც ერთ ქათამს, არც ერთ თხას. ჩვენ თავს არ გაგალახინებთ ძმაო. ეს გამორიცხულია, თქვენ მიიღებთ მსოფლიოში პირველ, კომბლების რევოლუციას,“-განაცხადა ლევან ვასაძემ.

მისი თქმით, სახელმწიფო ხალხის ნებას უნდა დაემორჩილოს და  ლგბტ თემის წარმომადგენლებს ქუჩაში გამოსვლის უფლებას არ მისცეს.

პირები, რომელიც ვასაძის ორგანიზაციში დარეგისტრირდებიან მიმდინარე კვირის განმავლობაში ქალაქში პატრულირებას ქამრებითა და კომბლებით შეიარაღებული დაიწყებენ. ისინი წინააღმდეგობის გაწევას აპირებენ პოლიციისთვისაც, თუ ისინი მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ.



ამავე თემაზე
დღის ამბები