17 ნოემბერი 2019,   08:48
ვრცლად
ძალადობის ბრალდება - ტაეკვანდოს სამ მწვრთნელს ბრალს დღეს წაუყენებენ

ტაეკვანდოს სამ მწვრთნელს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. მათ წინააღმდეგ საქმე ძალადობის მუხლით არის აღძრული. მწვრთნელები ამ დრომდე ფოთში, წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან.

ადვოკატები ფედერაციის პრეზიდენტის მხარდამჭერების მხრიდან პროვოკაციაზე საუბრობენ, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

თბილისის ტაიკვანდოს ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, დაკავებულები თავს დამნაშავედ არ თვლიან. სპარტაკ გოცირიძის განცხადებით, იყო პროვოკაცია და სპორტსმენებს შეურაცხყოფაზე ადეკვატური რეაქცია ჰქონდეს. მისი თქმით, პრობლემა სპორტის სამინისტროშია, რომელიც ფედერაციას ყურადღებას არ აქცევს. 

შემთხვევა გუშინ, საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს მოხდა. ერთმანეთს ტაეკვანდოს ფედერაციის გამგეობის წევრები და მწვრთნელები გაუსწორდნენ. მიზეზი ფედერაციის პრეზიდენტის საქმიანობა გახდა, რითაც მწვრთნელების ნაწილი უკმაყოფილოა. საქართველოს ტაიკვანდოს ფედერაციის პრეზიდენტი პროვოკაციაზე საუბრობს. 

„მიაყენეს შეურაცხყოფა სიტყვიერი და ფიზიკური. ეს არ უნდა მომხდარიყო. ძალიან შეშფოთებული ვარ, სპორტში ასეთი რამე არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ, პირდაპირ ვიტყვი, სპორტში ისეთ ხალხი არ უნდა იყოს, რომლებიც ცდილობენ, რომ როდესაც ასეთი გამწვავებული ვითარებაა, ღონისძიებები, რომელსაც მართავს ეროვნული ფედერაცია, რომ განავითაროს სპორტი საქართველოში, ამის წინააღმდეგ გამოდიან გარკვეული ჯგუფები,“-განაცხადა საქართველოს ტაიკვანდოს ფედერაციის პრეზიდენტმა სულხან ბაბუაძემ.

დღის ამბები