21 ივლისი 2019,   23:05
ვრცლად
ხანძარი კახეთში - ცეცხლი წნორში, ინდოელების საკუთრებაში არსებულ სასაწყობე მეურნეობაში გაჩნდა

ხანძარი კახეთში - ცეცხლი წნორში, ინდოელების საკუთრებაში არსებულ სასაწყობე მეურნეობაში გაჩნდა.

წინასწარი ინფორმაციით, განადგურდა 40 ტონამდე მარცვლეული და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. ადგილზე 9 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის ლიკვიდაცია რამდენიმე საათში მოხერხდა.

ადგილზე, სახანძრო სამაშველო ბრიგადებთან ერთად, მობილიზებული იყო პოლიცია. რამ გამოიწვია ხანძარი, ჯერჯერობით უცნობია. მომხდარის დეტალები სავარაუდოდ მას შემდეგ გაირკვევა, რაც სამართალდამცველები კამერების ჩანაწერებს ამოიღებენ. 

დღის ამბები