21 ივლისი 2019,   23:00
ვრცლად
ანტალიაში, საქართველოს მოქალაქე საკუთარ სახლში მოკლეს - 61 წლის ქალი თოკით დაახრჩვეს 

ანტალიაში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. სამართალდამცველებმა უნდა დაადგინონ რა გახდა 61 წლის ქეთევან ქათამაძის დახრჩობის მიზეზი. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს საკონსულო. 

ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ცხედარს საქართველოში გადმოასვენებენ. შემთხვევის ადგილზე კი გვიან ღამემდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ქეთევან ქათამაძე სახლში თოკით დამხრჩვალი გუშინ ნახეს.

"მეზობლების ჩივილის საფუძველზე, სამაშველო სამსახურმა თავისივე ბინაში აღმოაჩინა 61 წლის საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილ მდგომარეობაში. ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ოფიციალური შეტყობინება საკონსულოს სამართალდამცავი ორგანოებიდან არ მიუღია, რადგან შაბათი კვირა იყო და მივიღებთ ალბათ ორშაბათს. ოჯახის წევრებთან მუდმივ კონტაქტზე ვართ. უახლოეს მომავალში მოხდება გადმოსვენება, მიმდინარეობს უკვე პროცედურები,"-განაცხადა საქართველოს კონსულმა თურქეთში, კონსტანტინე კოტარიამ

დღის ამბები