17 ნოემბერი 2019,   08:19
ვრცლად
თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე 3 თვის ბავშვი გარდაიცვალა - ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ

თბილისში, 3 თვის ბავშვი გარდაიცვალა - შემთხვევა ჯიქიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი სავარაუდოდ ასფიქსიაა

შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა ბავშვის დედაც. ახლობლების ინფორმაციით, ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რაც შესაძლოა, მისი გარდაცვალების მიზეზი გამხდარიყო.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. სამართალდამცველებმა ოჯახის წევრები და მეზობლები გამოკითხეს. ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზაც.

რა გახდა ბავშვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები