15 სექტემბერი 2019,   09:25
ვრცლად
მნიშვნელოვანი
ექსკლუზივი - სერგეენკო პოსტს ტოვებს, ბახტაძე მინისტრს დღეს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პოსტს სავარაუდოდ ხვალ დატოვებს, ამის შესახებ კურიერს სანდო წყარომ აცნობა. საქართველოში დაბრუნებული პრემიერი, მამუკა ბახტაძე დავით სერგეენკოს დღეს აშშ - დან დაბრუნების შემდეგ შეხვდა. შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციაში, გადადგომის დეტალები განიხილეს. 

დავით სერგეენკოს გადადგომას წინ უძღვოდა საკადრო ცვლილებები ჯანდაცვის სამინისტროში, მინისტრის პირველ მოადგილეს ესტონეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, თეა ახვლედიანი დაინიშნა. 

ვინ შეცვლის დავით სერგეენკოს ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე უცნობია. არაოფიციალური ინფორმაციით ამ თანამდებობაზე საჩხერის კლინიკის დირექტორის ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურა განიხილება, თუმცა ამ ინფორმაციას არც პირად საუბრებში და არც ოფიციალური კომენტარის დროს, მმართველი გუნდის წევრები არ ადასტურებენ. 

 

დღის ამბები