15 სექტემბერი 2019,   10:15
ვრცლად
მნიშვნელოვანი
აქცია ვერის ბაღში - ვასაძე ლგბტ თემს, სახალხო რაზმის მეშვეობით, ხელების შეკვრით და დაბმით ემუქრება

ამ წუთებში ვერის ბაღში ლევან ვასაძის მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. ბიზნესმენმა გამოსვლა ლოცვით დაიწყო, რასაც იქ შეკრებილი მოქალაქეებიც შეუერთდენენ

ვასაძემ ისაუბრა ლგბტ თემის წინააღმდეგ ბრძოლაზე და აღნიშნა, რომ ის და მისი თანამოაზრეები არა მოძალადეები, არამედ ძალადობის მსხვერპლები არიან. ვასაძის თქმით, ლგბტ თემი და მათი მხარდამჭერები იმ პასუხს მიიღებენ, რასაც ისინი იმსახურებენ. ის სახალხო რაზმის შექმნას აანონონსებს და ღიად ამბობს, რომ რაზმის წევრები ლგბტ თემს ხელებს შეუკრავენ და დააბამენ სადაც საჭიროა. ამ განცხადების მიუხედავად, ვასაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის ძალადობისკენ არავის მოუწოდებს, თუმცა სამართალდამცავებს მკაცრ გაფრთხილებას აძლევს. ვასაძის თქმით, ის არ ურჩევს სამართალდამცავებს მათ შეჩერებას. 

საკუთარ გამოსვლაში ბიზნესმენი ღიად დაუპირისპირდა ამერიკის საელჩოსაც. მან აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც მიმართა და მოუწოდა რომ "ფსევდო მორალისტები" მოაშოროს. ვასაძემ აღნიშნა, რომ ლგბტ თემს საქართველოში სწორედ ამერიკის საელჩო ახალისებს.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 2 დღის წინ მთავრობის ადმინისტრაციასთან ვასაძემ და მისმა თანამოაზრეებმა "თბილისი პრაიდის" აქციის ჩაშლა სცადეს და კონტრაქცია გამართეს. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ და პირისპირებას, რასაც დაკავებები მოჰყვა.

დღის ამბები