27 ივნისი 2019,   13:01
ვრცლად
"უნდა უთხრან საზოგადოებას, რა თანხა მიაქვს „ქართულ ოცნებას“ საკუთარ ჯიბეში" - ოპოზიცია პარლამენტში მწვავე დებატებისთვის ემზადება

„ევროპული საქართველოს“ წევრები ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან შესახვედრად ემზადებიან. ისინი გიორგი კაკაურიძესთან ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრებენ.

ოპოზიციას მინისტრის მოადგილისგან აინტერესებს, როგორ შესრულდა 2018 წლის ბიუჯეტი. რადგან მათი ინფორმაციით, არსებობს უამრავი ე.წ. შავი ხვრელი, საიდანაც ბიუჯეტის ფული მაღალჩინოსნების ჯიბეებში მიდის. სხდომა სავარაუდოდ მწვავე დებატების ფონზე ჩაივლის, რადგან კიდევ ერთი საკითხი ხელისუფლების მიერ ბიზნესმენებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციები იქნება.

„მათ უნდა უთხრან საზოგადოებას, რა თანხა მიაქვს „ქართულ ოცნებას“ საკუთარ ჯიბეში და რა თანხას აკლებს ის ქვეყნის კეთილდღეობას. მეორე მწვავე თემა ეს არის ე.წ. ოქროს სია, როდესაც ქვეყანაში ისედაც ცუდი კლიმატია, ასეთ დროს კიდევ რეგულაციების გართულება ბიზნესისთვის არის მთავარი წყარო პრობლემების,“-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი კი აცხადებს, რომ ის დასკვნები და ტენდენციები, რაც 2019 წლის ბიუჯეტის ხარჯვაში გამოიკვეთება, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული იქნება.

არჩილ თალაკვაძის თქმით, 2020 წლის ბიუჯეტში განსაკუთრებული ყურადღება განათლების სექტორს დაეთმობა.

დღის ამბები