24 სექტემბერი 2019,   13:22
ვრცლად
სოფელ ლიბანში ორი რეინჯერი დაჭრეს

ბორჯომში, სოფელ ლიბანში ორი რეინჯერი დაჭრეს. ორივე მათგანს სხეულის დაზიანება ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. შემთხვევა 9 ივნისს მოხდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ორი თანამშრომელი ბორჯომის რაიონის სოფელ ლიბანის ტერიტორიაზე სამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც სამი პირი შეხვდათ.

მათ შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება, ფიზიკურ დაპირისპირებაში  გადაიზარდა. რა დროსაც ერთ-ერთმა პირმა ფიზიკური დაპირისპირების დროს დანის გამოყენებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დაჭრა. დაჭრილები ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა სამივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ჩადენილი დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ჯგუფურად ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

დღის ამბები