21 აგვისტო 2019,   22:28
ვრცლად
"შავი ფული იყრის "ქართული ოცნების" საარჩევნო ყულაბაში თავს" - ოპოზიცია კორუფციაზე საუბრობს 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევას, რომელიც ელიტურ კორუფციას ეხება, ოპოზიციაში ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტები ქვეყნის მთავრობას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ დანაშაულებრივ საქმეეზე, რეალურად დასჯილი არავინ არ არის. 

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში, რეალურად, ხელისუფლება კორუფციას არ ებრძვის.

რომან გოცირიძე ამბობს, რომ კორუფციით ნაშოვნი ფული, საარჩევნოდ, ისევ „ქართული ოცნების“ ხელში იყრის თავს. ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ სამართალდამცველები კორუფციის ნიშნებს არ იძიებს.

რომან გოცირიძე-ის სურათის შედეგი

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არ მიდის, ერთი ორი საჩვენებელი მაგალითის გარდა. ამ 7 წლის განმავლობაში, ჩვენ არ გვინახია დასჯილიყოს ვინმე. ან ყოფილი მინისტრი, ან ხელისუფლებაში გახმაურებული საქმეების ასე ვთქვათ, ავტორები, პროკურორები და ა.შ. რომლებიც შემდეგ ბიზნესში ინაცვლებენ და მილიონრები ხდებიან სწორედ სახელმწიფოსთან შეზრდილი ინტერესების გამო" - აცხადებს გოცირიძე. 

”ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა პრობლემებს, სწორედ ელიტურ კორუფციას უკავშირებს. 

"გარდა ამისა, ელიტური კორუფციით ნაშოვნი ფული, სადღაც ვიღაცამ უნდა გამოიყვანოს, უკან უნდა დააბრუნოს. როგორც ხელი ხელს ბანსო, ესე ხელი უნდა გაუწოდოს მმართველ პარტიას არჩევნებში და ხდება ათეული მილიონობით დაფინანსება შემდეგ არჩევნებში. ლეგალურად გადარიცხული ფული არის მხოლოდ მეასედი ნაწილი. შავი ფული იყრის ამ კომპანიებიდან სწორედ "ქართული ოცნების" საარჩევნო ყულაბაში თავს“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი, სერგი კაპანაძე, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, ელიტური კორუფციის არსებობას სერიოზულ პრობლემას უწოდებს და ამის რამდენიმე მაგალითიც მოჰყავს. 

სერგი კაპანაძე-ის სურათის შედეგი

„ჩვენ გვაქვს უკვე რამდენიმე ძალიან გახმაურებული საქმე, რომელზეც რაფერი არ ხდება. ეს არის თოდრია-ფარცხალაძის საქმე, ეს არის ჩინოვნიკების უკანონო გამდიდრების საქმე, ეს არის სუბელიანის საქმე, ის უამრავი ინფორმაცია, ეს არის ოქუაშვილის საქმე, ეს არის სასამართლოში არსებული კორუფციის საქმეები, TBC-ის საქმე. ეს არის ყველაფერი ჯამში არის გამოუძიებელი საქმეები, რომელზეც დისკუსია არ მიმდინარეობს ხელისუფლების მხრიდან. ბუნებრივია, ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ის ვალდებულებები, რომელიც საქართველომ აიღო ევროკავშირთან მაღალი დონის კორუფციის აღმოფხვრასთან დაკავშირებით, არ სრულდება“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 

 

 

დღის ამბები