21 აგვისტო 2019,   22:50
ვრცლად
მინისრტი, რომელმაც ყველაზე არამეგობრული გადაწყვეტილება მიიღო ბიზნესისადმი - 10 ბიზნეს გაერთიანება, ივანე მაჭავარიანს წერილით მიმართავს

საქართველოში მოქმედი 10 ბიზნეს გაერთიანების ერთობლივი წერილი ფინანსთა მინისტრს - ბიზნესმენები ივანე მაჭავარიანისგან იმპორტის გადასახდელის გადახდის ვადების შემცირების 6 თვით გადავადებას ითხოვენ. ამ პერიოდის გამოყენებას ისინი კონსულტაციებისთვის აპირებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ბიზნესში კრიზისს გარდაუვლად მიიჩნევენ. საუბარია 2019 წლის 31 მაისს გამოქვეყნებულ ბრძანებაზე, რომლის მიხედვითაც, უქმდება მთელი რიგი შეღავათები იმპორტიორი კომპანიებისთვის. უახლოეს დღეებში ბიზნესმენები წერილით მიმართავენ პრემიერსაც.

"თუ ბიზნესს, როგორც ადგილობრივს, ისე უცხოურს, სახელმწიფო არის არაპროგნოზირებადი მთავრობა არის არაპროგნოზირებადი და ხვალ უცებ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ამის პროგნოზირება წინასწარ რთულია, ეს დამატებით პრობლემებს შექმნის ინვესტირებასთან დაკავშირებით... სახელმწიფო იმის მაგივრად რომ აგვარებდეს პრობლემებს და ამცირებდეს, ხელოვნურად ქმნის მათ,"-აცხადებს გადასახადის გადამხდელთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, გიგლა მიქაუტაძე.

დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი, ივა ჭყონია კი აცხადებს, რომ ბიზნესმენები უახლოეს მომავალში პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას გონივრული გადაწყვეტილების მისაღებად მიმართავენ. 

"ივანე მაჭავარიანი არის მინისრტი, რომელმაც ყველაზე არამეგობრული გადაწყვეტილება მიიღო ბიზნესისადმი,"-აცხადებს ივა ჭყონია. 

დღის ამბები