21 აგვისტო 2019,   23:00
ვრცლად
"ქვეყანა დაემსგავსა დიდ ჭაობს, ქვეყანა "ლაგუნა ვერეს" აუზის ანალოგია - ოქრუაშვილი

"ქვეყანა დაემსგავსა ერთ დიდ ჭაობს," - ეს განცხადება ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა "არჩევანში" გააკეთა. "გამარჯვებული საქართველოს" წარმომადგენელმა ქვეყანა ლაგუნა ვერეს აუზს შეადარა, რომელიც დაჭაობებულია. მისი თქმით, აუცილებელია ხელისუფლება შეიცვალოს. 

"ლაგუნა ვერე, რომელიც მის საკუთრებაშია და ყველა თბილისელისთვის იყო ძალიან კარგი დასასვენებელი ადგილი, დღეს აღარ არის. დაჭაობებულია, ის შეგნებულად აჭაობებს იმ აუზს. ქვეყანა არის იმ აუზის ანალოგია. ჩვენ, თითოეული ჩვენგანი დავემსგავსეთ ამ აუზის თანამშრომლებს რომლებიც უხელფასო შვებულებაში გაუშვეს,“ - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები