17 ივნისი 2019,   09:29
ვრცლად
„ბატონო ბიძინა, ისტორიამ იცის დაპანღურება, ისტორიამ თქვენზე მაგარი ხალხი დააპანღურა" - გუბაზ სანიკიძე

გუბაზ სანიკიძე ახალშემქნილ მოძრაობაში „ქართული ოცნების“ ძველ აქტივისტებს ეპატიჟება. „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი ამბობს, რომ პარტია ითანამშრომლებს ყველასთან, ვინც არ ცდილობს, ბიძინა ივანიშვილზე გაიყიდოს.

„მოგიწოდებთ, მოდით 2012 წლის ოცნებას და მის აქტივისტებს. ჩემს თანამებრძოლებს, ყველას მოგიწოდებთ, მოდით ერთად გავერთიანდეთ. არჩევანი არის მარტივი, კრიტერიუმები და არა პერსონები, პერსონები, უნდა დამთავრდეს პრიმიტიული აზროვნება ქვეყანაში, რომ იმასთან ერთად იქნება ამასთან ერთად. არა. გარკვეული იდეების გარშემო. იდეა, რას გულისხმობს, ვინც არ შეეპუები, ვინც ივანიშვილის ჯიბეში არ ჩაჯდება, ვინც უკვე არ ზის, ვინც აპირებს პრინციპულ ბრძოლას ქვეყნის გადასარჩენად,“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს მოუწევს წასვლა, თუმცა მას აქვს შანსი, აარჩიოს რამდენიმე ვარიანტიდან. ერთი წავიდეს, როგორც პოროშენკო ან გაიზიაროს სომხური სცენარი და წავიდეს რევოლუციის გზით.

„ბატონო ბიძინა, ისტორიამ იცის დაპანღურება, ისტორიამ თქვენზე მაგარი ხალხი დააპანღურა,“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ. 

დღის ამბები