17 ივნისი 2019,   09:22
ვრცლად
დავით გარეჯის საკითხი - დეპუტატების მწვავე კამათი და ურთიერთბრალდებები სხდომათა დარბაზში

ხმაურიანი სხდომა პარლამემტში - ყოფილი ხელისუფლება დავით გარეჯის გაყიდვაში დაადანაშაულეს. ირმა ინაშვილმა პარლამენტის დარბაზიდან საქმეში პროკურატურის ჩართვა და იმ ადამიანების საქმიანობის გამოძიება მოითხოვა, ვინც საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის დადგენაზე მუშაობს.

ოპოზიციის პასუხი ბრალდებებზე უფრო მასშტაბური იყო. "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" დეპუტატები "ქართულ ოცნებას" და მის სატელიტ პატრიოტთა ალიანსს კრემლის იმ სცენარის განხორციელებაში ადანაშაულებენ, რომლის მიზანი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის რადიკალიზაციაა.

ხმაურიან სხდომაზე პოლიტიკოსები  ერთმანეთს წარსულს ახსენებდნენ, ზოგი წინა 9 წელზე, ზოგი კი საბჭოთა პერიოდზე საუბრობდა.

ოპოზციის თქმით, დავით გარეჯის თემაზე "პატრიოტთა ალიანსის" კამპანია რუსული გეგმის ნაწილია. მათი აზრით, ამით მოსკოვი საქართველოს და მის მეზობელს შორის ურთიერთობების დაძაბვას ცდილობს. თინა ბოკუჩავამ რუსეთის დავალებების შესრულებაში მმართველი პარტიაც დაადანაშაულა და ამის მაგალითად ამერიკული კვლევა დაასახელა, სადაც პირადაპირ წერია, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოში რუსულმა აგენტურულმა ქსელმა მართვის სადავეები დაიბრუნა.

ამავე თემაზე
დღის ამბები