22 ივლისი 2019,   12:23
ვრცლად
"სხვა მე" - ბრიტანული და ამერიკული კინოს ვარსკვლავი, ჯიმ სტარჯესი ქართველი რეჟისორი ფილმში ითამაშებს

ბრიტანული და ამერიკული კინოს ვარსკვლავი, ჯიმ სტარჯესი ქართველი რეჟისორის, გიგა აგლაძის ფილმში ითამაშებს. ფილმში სახელწოდებით „სხვა მე“ მსახიობი მთავარ როლს შეასრულებს. ჯიმ სტარჯესი იხსენებს, რომ სცენარმა მისი უნიკალური თხრობის მანერით, საინტერესო განვითარებითა და პერსონაჟებით, პირველივე ფურცლებიდან მოხიბლა, საქართველოში ჩამოსვლასაც მაშინვე დათანხმდა. ფიქრობს, რომ ”სხვა მეში” შესრულებული როლი მის კარიერაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს. 

ინგლისელი მსახიობის, ჯიმ სტარჯესის კარიერა ჰოლივუდური თუ ბრიტანული წარმოების არა ერთ ცნობილ ფილმს აერთიანებს. მისი ეკრანული პარტნიორები სხვადასხვა დროს ნატალი პორტმანი, სკარლეტ იოჰანსონი, ქეით ბექინსელი და ოსკაროსანი ენ ჰეთვეი იყვნენ. მაყურებელთა უპირობო რჩეული კი რომანტიკული დრამა ”ერთი დღეა.”

„სხვა მეში“ ჯიმ სტარჯესს პარტნიორობას ცნობილი მოდელი ანდრეა პეჟიკი უწევს, რომლისთვისაც ქართველ რეჟისორთან მუშაობა კინოკარიერაში მეორე როლია. ანდრეა პეჟიკი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტრანსგენდერი მოდელია. გიგა აგლაძის ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი დევიდ ლინჩია.

„სხვა მეს“ გადაღებები უკვე 30 დღეზე მეტია გრძელდება. ფილმის გადაღებების შემდეგ წარმოება უკვე შეერთებულ შტატებში გაგრძელდება, „სხვა მეს“ ნახვა 2020 წლისთვის იქნება შესაძლებელი.

ავტორი: რუსკა გიორგაძე. 

დღის ამბები