15 სექტემბერი 2019,   09:34
ვრცლად
მნიშვნელოვანი
ჩვენს სიწმინდეებს არავის არ დავუთმობთ, ხელისუფლების მოქმედება არის სუსტი - წითელ ხიდზე აქცია დასრულებულია

წითელ ხიდზე აქცია დასრულებულია, აზერბაიჯანისა და საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა აღდგენილია. რამდენიმე საათის განმავლობაში სამანქანო გზა აქციის მონაწილეებს გადაკეტილი ჰქონდათ.

აქცია მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიის მმართველის ლოცვა-კურთხევით გაიმართა, რომელზეც  დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს. "გარეჯი საქართველოა," "ჩვენს სიწმინდეებს არავის დავუთმობთ," -აქციის მონაწილეებმა ადგილზე ამ შინაარსის პოსტერები მიიტანეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ეს არის გამაფრთხილებელი პროტესტი. ისინი ხელისუფლებისგან პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

„ჩვენ მივიჩნიეთ ყოვლად მიუღებლად და დესტრუქციულ გამოვლინებად აზერბაიჯანული მხარისაგან ის, რომ არ შეიძლება ერთი ხელით მოლაპარაკების მაგიდასთან იჯდე და მეორე ხელით გზები გაგყავდეს ჩვენს სიწმინდეებთან, რომელიც არის განუყოფელი ნაწილი დავითგარეჯი, თავისი მიმდებარე ტერიტორიით, თავისი წმინდა მონასტრებით, სადაც  6 ათასი გარეჯელი ბერი ეწამა. ჩვენ დღეს გამოვთქვამთ იმას, რომ არ შეიძლება ორ მეზობელ, ჩვენ ვიძახით, რომ კეთილმეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობებში ესეთი დესტრუქციული მოქმედებები და ეს  დესტრუქცია მომდინარეობს აზერბაიჯანის მხრიდან. არავითარ შემთხვევაში ჩვენს სიწმინდეებს არავის არ დავუთმობთ. მე ესე ვფიქრობ, რომ ხელისუფლების მოქმედება არის სუსტი,“-განაცხადა აქციის მონაწილე სასულიერო პირმა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები