27 ივნისი 2019,   12:43
ვრცლად
„ძირს დაგდებული ფართხალებს, მასთან ბრძოლის სურვილი დამეკარგა" - მაჩალიკაშვილი გოგაშვილზე

„ეს ძირს დაგდებული ფართხალებს. ამასთან ბრძოლის სურვილი დამეკარგა. ეს არ არის ღირსეული მოწინააღმდეგე,“ - ასე მოიხსენია მალხაზ მაჩალიკაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი.

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ სოსო გოგაშვილის განადგურებას პოლიტიკური მეთოდით აპირებს.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის აღელვებული ადამიანის საუბარი ახლობელთან და სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ დანაშაულის მომზადებას ადგილი არ ჰქონია.

„განადგურება შეიძლება რამდენიმე მეთოდით, რომელი მეთოდითაც ვაპირებ მის განადგურებას და ამას გავაკეთებ, პოლიტიკური მეთოდით... მისი მამის საფლავიც მჭირდება, მისი შვიდივე პატრონის საფლავიც მჭირდება, მისი მთელი მოდგმაც მჭირდება, უნდა ვიცოდე, ვინ არის ჩემი მტერი. ის რაღაცას იძახის, ბჟუტუნებს, ის ვიღაცის დავალებებს ასრულებს, მე ყასაბი კი არ ვიყავი ბაზარში, მე ასეთი შტაბელებით მინახავს. თუ სადმე იარაღია ნახსენები, თუ სადმე ასაფეთქებელია ნახსენები, ისინი ჩემს ლაპარაკს არ ჩაიწერდნენ,“ - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

შვილმოკლული მამის თქმით, მას 9 თვის განმავლობაში უთვალთვალებენ და ყველა მის საუბარს იწერენ.

„მე ვიცი, რომ ყველა ჩემი ფეხის ნაბიჯი კონტროლდება. ყველა ჩემი ტელეფონზე საუბარი იწერება, რაც მე ამოვალ და ვდგავარ ამ 9 თვის განმავლობაში, ყველაფერი იწერება. ის ამოგდებული ჩანაწერი, რომელსაც ჩემს ძმიშვილთან ერთად ვსაუბრობ, ამ კარავშია ჩაწერილი,“ - აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.

 

 

დღის ამბები