27 ივნისი 2019,   12:35
ვრცლად
"ჯერ ჩვენება არ მიმიცია არაფერზე" - იოსებ გოგაშვილი

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს, იოსებ გოგაშვილი ამ დრომდე დაკითხული არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციიდან წელიწადნახევარი გავიდა, გოგაშვილი არ დაუკითხავს პროკურატურას.

„ახლა იძიებენ ჯერ, სპეცრაზმელის მოქმედება ადეკვატური იყო თუ არ იყო ადეკვატური. იძიებენ, შეიძლება, უფრო ადრე რომ დამთავრებულიყო, კარგი იქნებოდა და წელიწადნახევარი მიმდინარეობს ეს გამოძიება და მე ხომ არ ვიცი, იქ რა პროცესი მიმდინარეობს, როგორი მტკიცებულებები აქვთ, როგორი დაკითხვებია, რამდენი ადამიანია დასაკითხი,“ - ამბობს გოგაშვილი. 

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი შაბათის კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ არც პანკისის სპეცოპერაციასთან და არც მაჩალიკაშვილის მიერ ტერორისტული აქტის განზრახვის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებებს არ დაუკითხავთ.

„ჯერ ჩვენება არ მიმიცია არაფერზე. გეგმა აქვს პროკურატურას თავისი, მიდიან თავის გეგმის მიხედვით, მე ვერანაირად ვერ ჩავერევი და ვერც შევაწუხებ ზედმეტად,“ - ამბობს გოგაშვილი.

დღის ამბები