15 სექტემბერი 2019,   14:19
ვრცლად
მნიშვნელოვანი
დედის მიერ მოკლული 7 თვის ჩვილის მამამ პოლიციის განყოფილება დატოვა

დედის მიერ მოკლული 7 თვის ჩვილის მამა რამდენიმე წუთის წინ პოლიციის განყოფილებიდან გამოვიდა. მიხეილ დვალიშვილი საკუთარი სახლიდან სოფელ აღაიანიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში რამდენიმე საათის წინ გადაიყვანეს.

20 წლის ახალგაზრდა იმ საბედისწერო ღამის დეტალებზე პასუხობდა გამომძიებლების შეკითხვებს, როდესაც საკუთარი შვილი გარდაცვლილი იპოვა, თუმცა გამოძიება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმით არის დაინტერესებული, რომელიც ბავშვის დედასთან ქორწინებას ეხება.

როგორც ცნობილია, ქორწინების დროს დვალიშვილის მეუღლე არასრულწლოვანი იყო. არ არის გამორიცხული მომავალში პოლიციამ ბავშვის მამა არასრულწლოვანთან სქესობრივ კავშირში დაადანაშაულოს.

„რა თქმა უნდა, ვითანამშრომლე გამომძიებელთან, დაზარალებულად ვიგრძენი თავი, ვითანამშრომლებ კიდევაც, რა თქმა უნდა. არანაირი არაფერი არ ყოფილა, არც დარღვევა ოჯახში, არც კონფლიქტი და არანაირი არაფერი, უბრალოდ, გვყავდა სტუმრები და ჩვეულებრივად იყო, ნორმალურ ოჯახს როგორც შეეფერება, მაგრამ საღამოს ისეთი ტრაგედია იყო, ისეთი რამ მოხდა, რომ დაგვღუპა სულ ყველა, თუ გადავიტანთ ამას, ჯერჯერობით, არც ვიცით,“ - ამბობს მიხეილ დვალიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები