27 ივნისი 2019,   12:38
ვრცლად
საწვავის ქართულ ბაზარს რუსეთი იპყრობს - ოკუპანტი ქვეყნიდან შემოტანილი საწვავის რაოდენობა გაიზარდა

საწვავის ქართულ ბაზარს რუსეთი იპყრობს. ყოველდღიურად იზრდება ყოველწლიურად იზრდება იმ ბენზინგასამართი სადგურების ჩამონათვალი, რომელსაც ოკუპანტი ქვეყანა ამარაგებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დასკვნით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რუსეთიდან შემოტანილი საწვავის წილი 5-დან 27 პროცენტამდე გაიზარდა. რუსეთმა სხვა მთავარ მიმწოდებლებს - რუმინეთს, თურქმენეთს და აზერბაიჯანს გადაასწრო.

ოპოზიციამ მონაცემებში ძალიან საშიში ტენდენცია დაინახა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საწვავის ბაზრის რუსეთისათვის გადაცემით ქვეყანა მოსკოვზე სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული. ოპოზიციის წევრების აზრით, კრემლს შეეძლება, ქვეყნის ეკონომიკა თავდაყირა დააყენოს, გააძვიროს ბენზინის ფასი და მიწოდებაზე უარი თქვას, რაც კოლაფსის ტოლფასია.

„ქართულ ოცნებაში“ არ უარყოფენ, რომ რუსული საწვავის წილის ზრდა საშიშია, თუმცა ასევე ამბობენ, რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ რუსული ბაზარი არაპროგნოზირებადია და მას პუტინის რეჟიმი პოლიტიკურ იარაღად იყენებს. ანალიტიკოსების თქმით, დღევანდელი ტენდენცია საქართველოს ეკონომიკის რუსეთთან მიბმას უწყობს ხელს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ვითარებიდან გამოსავალი დაუყოვნებლივ იპოვოს.

რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სახელმწიფო კომპანია ”როსნეფტი” „ვისოლის“ ყიდვით არის დაინტერესებული. „კურიერის“ ცნობით, ამ გარიგების შესრულებას, როსნეფტი შვილობილი კომპანია „პეტროკასის“ საშუალებით ცდილობს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები