15 სექტემბერი 2019,   13:37
ვრცლად
მნიშვნელოვანი
სოფელ კაჭრეთში ძლიერმა ქარმა კორპუსს სახურავი გადახადა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ძლიერმა ქარმა კორპუსს სახურავი გადახადა. გურჯაანის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სპეციალური ჯგუფი შემთხვევის ადგილზე ჩავა და სტიქიის ადგილს დაათვალიერებს.

რა სახის დახმარება გაეწევათ დაზარალებულებს, მოგვიანებით გაირკვევა.

 

დღის ამბები