26 მაისი 2019,   08:17
ვრცლად
შეერთებულმა შტატებმა ვენესუელასთან საჰაერო მიმოსვლა შეწყვიტა

შეერთებულმა შტატებმა ვენესუელასთან საჰაერო მიმოსვლა შეწყვიტა. ამერიკული მხარის განმარტებით, გადაწყვეტილება ვენესუელაში უსაფრთხოების სფეროში არსებულ მძიმე ვითარების გამო მიიღეს.

შეერთებული შტატების ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, ვენესუელაში მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრთა უსაფრთხოება სათანადოდ არაა დაცული და ეს ნაბიჯი სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოს და უსაფრთხოების მინისტრის შეთანხმებით გადაიდგა.

აკრძალვა ეხება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კომპანიების ფრენებს.

დღის ამბები