18 ივნისი 2019,   19:05
ვრცლად
მაინტერესებს, გუშინდელი დღე რუსეთის ამოცანებს აადვილებს თუ პირიქით, დამატებით წინააღმდეგობას უქმნის - სამადაშვილი პანკისის მოვლენებზე საუბრობს

მე მაინტერესებს, საჯაროდ მოვისმინო შეფასება შესაბამისი სამსახურებისგან, გუშინდელი დღე რუსეთის ამოცანებს აადვილებს თუ პირიქით, დამატებით წინააღმდეგობას უქმნის - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

პარლამენტის წევრები სუს-ის ანგარიშს დახურულ რეჟიმში დღეს რამდნიმე საათის განმავლობაში ისმენდნენ. ოპოზიციას დღეს იმის მოსმენა უფრო აინტერესებდა რა კეთდება უსაფრთხოების გამოწვევებთან გასამკლავებლად და არა ამ გამოწვევების ჩამონათვალი.

„რუსეთის ჰიბრიდული ომის მნიშვნელოვანი შემადგენელი სტრატეგიის ნაწილია, დამეთანხმება შესაბამისი უწყებების წარმომადგენელი, ჩვენს ქვეყანაში ახალი კონფლიქტების გაჩენა და დესტაბილიზაციის კერების გაჩენის ხელშეწყობა. მე მაინტერესებს, საჯაროდ მოვისმინო შეფასება შესაბამისი სამსახურებისგან, გუშინდელი დღე რუსეთის ამოცანებს აადვილებს თუ პირიქით, დამატებით წინააღმდეგობას უქმნის, ისეთი დღე, როგორიც იყო გუშინ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის წევრები სუს-ის ანგარიშს დახურულ რეჟიმში დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში ისმენდნენ. სხდომის დახურვის გადაწყვეტილებას კი არ ეთანხმებოდნენ ოპოზიციის წევრები.

„სამწუხაროდ, არანაირ საიდუმლოს ამ კონკრეტულ ინფორმაციაზე შემდგომ პასუხებს დეპუტატები ვერ ვიღებთ და გრძელდება იგივე რეჟიმში, რაც საჯარო დოკუმენტია ფაქტობრივად, მხოლოდ და მხოლოდ იმ საჯარო დოკუმენტიდან ამოკრებილ ინფორმაციას ვიღებთ პასუხებად. ამიტომ, ბატონო ირაკლი, გინდაც ტრადიცია დაარქვით, გინდაც ჩვენი კაპრიზი, პირველ რიგში საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, რომელიც ვერ გრძნობს ამ სახელმწიფოში უსაფრთხოდ თავს, დავტოვოთ ღია შეკითხვების ნაწილი. განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც თეორიულადაც შეუძლებელია, რომ იყოს საიდუმლო. ხოლო შეკითხვების რომელიმე ნაწილზე მომხსენებელი ჩათვლის, რომ მან უნდა ისაუბროს ისეთ კონკრეტულ ინფორმაციაზე, რომელიც საიდუმლოების შემცველია, შემდგომ დავხუროთ და შემდგომ დახურულ რეჟიმშიც ჩვენ გვექნება შეკითხვები,“ - აცხადებს ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, ირაკლი აბესაძე.

  

დღის ამბები