18 ივნისი 2019,   18:58
ვრცლად
თბილისის 173-ე სკოლაში, აგვისტოს ომის გმირის, ვახტანგ გზირიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თბილისის 173-ე სკოლაში ვახტანგ გზირიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 2008 წლის აგვისტოს გმირს 31 წელი შეუსრულდებოდა.

„ჩვენ აქ დღეს საოცრება ვნახეთ. ვნახეთ უზარმაზარი სიყვარული და პატივისცემა ვახტანგის და არა მარტო ვახტანგის, ზოგადად გმირების. გმირების სულებზე დგას ჩვენი ქვეყანა. გმირებმა გვასწავლეს ჩვენ როგორ უდნა გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა. ზოგადად, კარგი ფრაზაა ეს და მინდა გავიმეორო და ვთქვა, რომ ქვეყანამ, რომელმაც იცის დაღუპული ჯარისკაცის ფასი, არასოდეს დამარცხდება,“- განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაალ კაპანაძემ.

დღის ამბები