26 ივნისი 2019,   21:55
ვრცლად
ჰესის მშენებლობა პანკისში - რა კავშირი აქვს მშენებლ კომპანას ივანიშვილთან და მედვედევის ფავორიტ ბიზნესმენთან

ივანიშვილის კავშირი პანკისის ხეობაში მშენებარე ჰესთან - კომპანიები „ფერი“ და „ალაზანი ენერჯი,“ რომლებიც პანკისში ჰესებს აშენებენ, ყოფილი პრემიერის ბიზნეს პარტნიორები არიან კიდევ ერთ ენერგოპროექტში, რომელსაც ისინი ერთობლივად რაჭაში ახორციელებენ.

პანკისთან შედარებით, ონის ჰესების კასკადი გაცილებით მაშტაბურია. თუკი პანკისის ხეობაში მშენებარე სადგურის ღირებულება სულ რამდენიმე მილიონ დოლარია, ონის კასკადის მშენებლობა 350 მლნ. დოლარამდე ჯდება. აქედან ნახევარს სწორედ ოლიგარქის კუთვნილი თანაინვესტირების ფონდი გაიღებს. 

როგორც „კურიერმა“ გაარკვია, ამ ბიზნეს ჯგუფის კიდევ ერთი ინვესტორი დიმიტრი მედვედევის ფავორიტი ბიზნესმენია.

პანკისის ხეობაში „ხადორ 3“-ს აშენებს კომპანია „ალაზანი ენერჯი," რომელიც არის შპს "ფერის" შვილობილი კომპანია. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ალაზანი ენერჯის მფლობელი ლაშა იორდანიშვილია. მონაცემების თანახმად, ის არის ხელმძღვანელი რაჭაში მშენებარე ონის კასკადის, რომელიც 300 მილიონ ლარზე მეტი ჯდება.

ოფიციალური ინფორმაციით, მშენებლობის ხარჯების 45 პროცენტს ფარავს თანაინვესტირების ფონდი, ხოლო 55 პროცენტს ფარავს კომპანია „ფერი.“

ამ კომპანიის დირექტორი არის ლაშა იორდანიშვილის მამა, ლევან იორდანიშვილი, რომელსაც კავშირი აქვს მედვედევთან დაახლოებულ ბიზნესმენთან ლევან ბლიაძესთან.

შპს "ფერი" და ბლიაძე კი ერთობლივად ფლობენ კომპანია "ენერგიას." ამის გარდა, ცნობილია, რომ ბლიაძე, როგორც ერთ-ერთი მშენებელი, დააჯილდოვა მედვედევმა.

„მწვანე ალტერნატივას“ წამრომადგენელი, დათო ჭიპაშვილი აცხადებს, რომ კომპანია „ფერი“ პრივილეგიებით სარგებლობს, მათ შორის, კანონსაწინააღმდეგო აქტივობებს ახორციელებს, თუმცა, არავინ სთხოვს ამაზე პასუხს.

„ზუსტად ვიცი, რომ ონის კასკადთან მიმართებაში პირდაპირ იკვეთება ბიძინა ივანიშვილის ინტერესები, თანაინვესტირების ფონდია ჩართული „ფერთან“ ერთად. საერთოდ მგონია, რომ „ფერი“ და ბიძინა ივანიშვილის ინტერესები ძალიან მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული და არ არის ეს უბრალოდ ერთი რიგითი ინვესტორი საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე... ახლა რომ წარმოვიდგინოთ, რომ 5 მეგავატზე რა ქნეს, პანკისში გუშინ, ახლა წარმოვიდგინოთ რა მოხდება ონის კასკადის შემთხვევაში, რამხელა ძალას გამოიყენებს, მითუმეტეს, აქ უკვე პირდაპირ ჩანს არა „ფერის“ ბიზნესინტერესები, არამედ აქ უკვე მთავარი მოქმედი პირი და „ფერთან“ დაკავშირებული არის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე,“ - განაცხადა დათო ჭიპაშვილმა.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიუთითებენ არაპროფესიონალიზმზეც დანმარტავენ, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი დილეტანტურ დონეზე არის შედგენილი, რაც დარიალის ჰესთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა.  

Image result for ირაკლი მაჭარაშვილ„ეს არის გაცხადებული, რომ არაპროფესიონალურ დონეზე იწერება ეს ზემოქმედების შეფასების ანგარიშები. თვითონ სამინისტროს ხალხიც აღიარებს ამას. „დარიალ ჰესის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და მას შემდეგ განვითარებული მოვლენები არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა იწერებოდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასებები და როგორ არ უნდა გაიცემოდეს მასზე დადებითი დასკვნები. სამწუხაროდ, გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის დასკვნა „დარიალ ჰესზე“ იყო სულ სამსიტყვიანი - შენიშვნები არ გამაჩნია,“ - განაცხადა „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელმა, ირაკლი მაჭარაშვილმა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები