18 ივნისი 2019,   19:27
ვრცლად
"ახსნან რატომ არ დასვეს კითხვა, თუნდაც იმ ფურცელზე დაჯღაბნილ სიასთან დაკავშირებით" - ანა დოლიძე საბჭოს არამოსამართლე წევრებზე 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, მის სამ კოლეგასთან მიმართებაში ოპოზიციის კრიტიკას იზიარებს. საუბარია „ევროპული საქართველოს“ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, საბჭოს სამი წევრი: ლევან გზირიშვილი, ზაზა ხარებავა და შოთა ქადაგიძე ვერ ასრულებენ პარლამენტის მიერ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს და ასრულებენ კონკრეტული ჯგუფების მითითებებს.

ანა დოლიძე აცხადებს, რომ მათ ერთხელაც არ დაუფიქსირებიათ საკუთარი პოზიცია არც ერთ საკითხთან დაკავშირებით.

„პარლამენტში და ხალხში, რომ დაიწყოს დისკუსია ვინ არის ეს ხალხი, რომელიც დუმს და მდუმარედ ასრულებს მოსამართლეების დღის წესრიგს იუსტიციის საბჭოში. სულ მცირე გამოვიდეს მოსახლეობის წინაშე და ახსნას, რატომ არც ერთხელ მათაც ერთი კითხვა არ დასვეს თუნდაც იმ ფურცელზე სწრაფად დაჯღაბნილ სიასთან დაკავშირებით, რომელმაც გამოიწვია უდიდესი სკანდალი,“-განაცხადა ანა დოლიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები