26 ივნისი 2019,   22:15
ვრცლად
შეტაკება პანკისის ხეობაში - ორი დაშავებული სამართალდამცველი თბილისში გადმოიყვანეს 

პანკისის ხეობაში, შეტაკებების დროს დაშავებული ორი სამართალდამცველი , თბილისში გადმოიყვანეს. დაშავებულები მკურნალობას კახეთის კლინიკაში გადიოდნენ, თუმცა ის ცოტა ხნის წინ „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკაში მოათავსეს.

სპეცდანიშნულების რაზმის წევრები გუშინ პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას დაშავდნენ. მედიკოსების ინფორმაცით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით რთულია. ჯერჯერობით უცნობია, რა დაზიანებები აქვთ მიყენებული სამართალდამცველებს, ექიმს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. 

გუშინ, პანკისის ხეობაში მომხდარი შეტაკების შედეგად 40-მდე ადამიანი დაშავდა.

ვითარება პანკისში გუშინ უკიდურესად დაიძაბა. ხეობის მოსახლეობის გაღიზიანება არა მარტო მშენებლობის განახლებამ, არამედ ტერიტორიაზე მობილიზებულმა პოლიციელებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმის დანაყოფებმა გამოიწვია.

სოფელ ძიბახევთან, გუშინ დილიდან სამშენებლო ტექნიკა გამოჩნდა. იქ დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის, „ხადორი სამის“ სამშენებლო მოედანზე მშენებლები პოლიციის დიდმა ესკორტმა მიაცილა.

ძიბახეველებს მალე დუისიდან, ჯოყოლოდანბირკიანიდან, პანკისის სხვა სოფლებიდანაც შეუერთდნენ. 

მოსალაპარაკებლად მათთან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მივიდა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ  თელავში ჩასულ 5 პანკისელთან მოლაპარაკებაზე შს მინისტრიც მივიდა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები