23 ოქტომბერი 2019,   01:57
ვრცლად
10 თვის წინ რეაბილიტირებული წყნეთი-ბეთანიის ახალი გზა დამატებით გამაგრებას საჭიროებს

26 მილიონ ლარად რეაბილიტირებულ წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ ახალ გზას უკვე დამატებითი გამაგრება სჭირდება. დაზიანებულია დამეწყრილი ფერდობის შემაკავებელი ბეტონის ჯებირი, რომლის მშენებლობა 10 თვის წინ დასრულდა.

როგორც მერიაში განმარტავენ, პერიოდული გამაგრება და მოვლა-პატრონობა ამ კონსტრუქციას მომავალშიც დასჭირდება. გზის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა, გზის ამ პატარა მონაკვეთზე დახარჯული 26 მლნ ლარი კი დონორებმა გაიღეს.

„ამ ეტაპზეც გადამოწმებულია მათ შორის გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებთან ერთად აღნიშნული ტერიტორია საფრთხეს არ წარმოადგენს  ამჟამინდელი ნალექების გათვალისწინებით, თუმცა უკვე მიმდინარე წლის დასაწყისიდან უკვე დაგეგმილია დამატებითი გამაგრებითი სამუშაოები, რომელიც ასეთი ტიპის ჯებირებს და მათი გამართული ექსპლუატაციისთვის ყოველწლიურად ან პერიოდულად ხორციელდება,“ - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ. 

დღის ამბები