23 ოქტომბერი 2019,   02:10
ვრცლად
სპეცდანიშნულების რაზმი, დამწვარი მანქანები, ცრელმსადენი გაზი, ქვები - პანკისის ხეობაში რამდენიმე საათი პროცესი უმართავი იყო

პანკისის ხეობაში ალაზნისპირი დღეს ნამდვილი ბრძოლის ველს ჰგავდა. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფები აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსადენ გაზს და რეზინის ტყვიებს იყენებდნენ. ადგილობრივები კი პოლიციას ქვებს ესროდნენ.  

ადგილობრივების გაღიზიანება არა მარტო მშენებლობის განახლებამ, არამედ ტერიტორიაზე მობილიზებულმა პოლიციელებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმის დანაყოფებმა გამოიწვია.

სოფელ ძიბახევთან, დილიდან სამშენებლო ტექნიკა გამოჩნდა. იქ დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის, „ხადორი სამის“ სამშენებლო მოედანზე მშენებლები პოლიციის დიდმა ესკორტმა მიაცილა. სოფლისთვის ცხადი გახდა, რომ მათი მრავალთვიანი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჰესის მშენებლობის დაწყებას აპირებდნენ, მოსახლეობა კი არ აპირებდნენ დათმობას. პანკისელების თქმით, ისინი ხელისუფლებამ მოატყუა.

ძიბახეველებს მალე დუისიდან, ჯოყოლოდან, ბირკიანიდან, პანკისის სხვა სოფლებიდანაც შეუერთდნენ. ადგილობრივებმა იქ კარვებიც მიიტანეს და კიდევ ერთხელ გააფრთხილეს მოწინააღმდეგეები ან პანკისი, ან - ჰესი. მოსალაპარაკებლად მათთან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მივიდა. თელავში ჩასულ 5 პანკისელთან მოლაპარაკებაზე მინისტრიც მივიდა. 

ალაზნისპირზე დაშავდნენ როგორც მოქალაქეები, ისე პოლიციელები, დაიწვა მათი კუთვნილი მანქანები და ჰესის ასაშენებლად დილით ჩასული ექსკავატორი. შს მინისტრი ბრძოლის ველზე უკიდურესი დაძაბულობის შემდეგ ჩავიდა. 

მინისტრმა პირობა დადო, რომ ყველა კადრს სათითაოდ გაშიფრავს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროტესტის მონაწილეებს დროებითი გამარჯვებისთვის ფასის გადახდა მოუწევთ და დაუსჯელები არ დარჩებიან.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები